Georgian Wings-ი 2024 წლის 20 თებერვალსპირველ სამგზავრო რეგულარულ რეისსშეასრულებსთბილისი-ტაშკენტი-თბილისისმიმართულებით, ავიაბილეთების შეძენაშესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიისოფიციალური საიტისმეშვეობით https://georgianwings.com/ ,  ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულკომპანიებში.ფრენები შესრულდება ყოველ სამშაბათსდა შაბათს. მგზავრებს, თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე, 148 მგზავრზე გათვლილი, Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდიმოემსახურება.ავიაკომპანია მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სთავაზობს როგორც პირდაპირ, ასევე ტრანზიტულ ავიაბილეთს.

Georgian Wings-ი ახორციელებს ფრენებსროგორც ქვეყნის შიდა, ასევესაერთაშორისო რეისებზე, თბილისი-ბათუმის და თბილისი-ბაქოსმიმართულებით.

2024 წლის თებერვლის თვიდან Georgian Wings-ი,  უზბეკეთის და მოლდოვის გარდა, ასევე რეგულარული ფრენების შესრულებასგეგმავს ყაზახეთში.

ავიაკომპანია Geosky დაარსდა 2017 წელსსაქართველოში. ავიაკომპანიისსაქმიანობის სფეროს წარმოადგენსსამგზავრო და სატვირთო საჰაეროგადაყვანა-გადაზიდვები. Geosky დაარსებისდღიდან წარმატებით ოპერირებს როგორცლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზესატვირთო-საჰაეროგადაყვანა-გადაზიდვებისმიმართულებით. 6 წლიანი წარმატებულიოპერირების შედეგად ავიაკომპანიაGeosky-მ დააარსა სამგზავრომიმართულების ბრენდი, სავაჭროსახელწოდებით Georgian Wings-ი, რომელიც2023 წლის ივლისის თვიდან წარმატებითახორციელებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევესაერთაშორისო ფრენებს.