27 სექტემბრიდან, უმსხვილესი ჩინური  ავიაკომპანია China Southern Airlines თბილისი-ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე ყოველდღიურ ავიარეისებს შეასრულებს. პანდემიის შემდეგ ავიაკომპანია საქართველოს ბაზარს 2023 წლის იანვრიდან დაუბრუნდა და ამ ეტაპზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საქართველოს მხრიდანჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ყოველდღიური საჰაერო ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას.

,, ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩინეთის უმსხვილეს ავიაკომპანია  China Southern-თან მიღწეულია შეთანხმება ურუმჩიდან-თბილისის მიმართულებით სიხშირეების 3 დან 7-მდე გაზრდის შესახებ. რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშემ.

China southern airlines-მა იანვარ-აგვისტოს პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 75 რეისი და 17,833 მგზავრს მოემსახურა. საქართველოსმთავრობის გადაწყვეტილებით, 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეუძლიათ. 27 სექტემბრიდან დაგეგმილი ყოველდღიური ფრენებით კი წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი 23, 000-მდე გაიზრდება.