უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2023 წელს მამაკაც ბორტგამცილებელთა უნიფორმას განაახლებს და პოლოს მაისურებსა და სპორტულ ფეხსაცმელებს დაამატებს.
SkyUp Airlines-ი მამაკაცის უნიფორმაში ჩაანაცვლებს ასევე შარვალსა და ქურთუკს. ისინი მიიღებენ ქეჟუალურ სტილს, რომლის მთავარი მახასიათებელია მოხერხებულობა და პრაქტიკულობა.
მამაკაცის ახალი უნიფორმის მთავარი ფერია მუქი ლურჯი, პატარა ნარინჯისფერი და ღია ცისფერი ზოლებით.
SkyUp Airlines-ის ბორტგამცილებელთა ახალ ფორმას ჩერნიგოვში მდებარე უკრაინული კომპანია კერავს. უკრაინული ავიაკომპანია ზაფხულის ბოლომდე გეგმავს ბორტგამცილებლებზე განახლებული ფორმის გაცემას.
SkyUp Airlines-ი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს უნიფორმის განახლების გადაწყვეტილება შეიძლება არაპრიორიტეტულ ამოცანად ჩანდეს, ავიაკომპანიას სურს მხარი დაუჭიროს თავის ეკიპაჟებს და ტანსაცმლის უკრაინულ მწარმოებლებს.
2021 წელს SkyUp Airlines-მა მოახდინა რევოლუცია ქალ ბორტგამცილებელთა უნიფორმაში. მათთვის დიზაინერებმა შეიმუშავეს ნარინჯისფერი სპორტული შარვალი და პიჯაკი.