საქართველოს აეროპორტების გაერთიანებადამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ,,ქართული კომერციული ავიაციის 100 წლის“ კონცეფციით არის წარმოდგენილი. ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ, ვიზიტორებს საინტერესო და ორიგინალური ინსტალაციები, თანამედროვე დიზაინის, ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცეხვდებათ, რომელიც ავიაციისა და აეროპორტების თემატიკით არის გაჯერებული.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, რაც მთავარია, რუსთაველის გამზირზე პირველად არის წარმოდგენილი 2 ადგილიანი, ქართული წარმოებისსამგზავრო საჰაერო ხომალდი. რაც სიმბოლურად,1923 წელს, თბილისიდან მანგლისამდე მხოლოდ ერთი მგზავრით შესრულებულ პირველ სამგზავრო კომერციული რეისს წარმოადგენს. აეროპორტების გაერთიანების სივრცე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოინახულა.

,,სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ნამდვილად ჩვენია! ავიატორები და ავიაცია ყველაზე მეტად არისთავისუფლებისმოყვარე. ჩვენს ვიზიტორებს ვუზიარებთ იმ გრძელ გზას, რომელიც ქართულმა ავიაციამ საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე გამოიარა. ასევე, წარმოდგენილი გვაქვს ქართული წარმოების, საქართველოში დაპროექტებული და შექმნილი ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდი,,რომელიც ჩვენს ვიზიტორებს საშუალებას აძლევსმოირგონ მფრინავის ადგილი და გაეცნონ იმას, რაც ყველასთვის საინტერესოა. წარმოდგენილი გვაქვს ასევე, პირველი ქართველი ავიატორების კოსტიუმების გამოფენა, ასევე სარკეებიანი გალერეა პეტრე ოცხელის ,,მფრინავი მღებავით“, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს ჩვენს ვიზიტორებში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

რუსთაველის გამზირის გარდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დამოუკიდებლობის დღისთვის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორ კომპანიასთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გააფორმა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, ზუსტად იმ დროს, როდესაც 105 წლის წინ, ქვეყნისსახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.