ავიაკომპანია Southwest Airlines-ის თვითმფრინავის პილოტმა, რომელიც ლას-ვეგასიდან კოლუმბუსში მიფრინავდა, ფრენის დროს გონება დაკარგა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ეკიპაჟს დახმარება სხვა ავიაკომპანიის პილოტმა აღმოუჩინა, რომელიც ბორტზე მგზავრად იმყოფებოდა. პილოტს სამედიცინო დახმარება გაუწია ასევე ექთანმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა თვითმფრინავში.
მალე თვითმფრინავი ლას-ვეგასში დაბრუნდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ბორტი კოლუმბისკენ რეზერვი ეკიპაჟის წევრებით გაემგზავრა.