თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ მენეჯმენტმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.
კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ 2022 წელი შეაჯამა, ავიაკომპანიების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.