2023 წლიდან თელ-ავივიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-და Sun D’Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია. გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო.
,,საქართველო ისრაელში ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა., ისევე როგორც ისრაელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით, კი პილიგრიმული ტურიზმის მიმართულებით. ისრაელის ავიაკომპანიები ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 37 სიხშირით წარმატებით დაფრინავენ. იცით, რომ ევროპულ მიმართულებებთან ერთად ჩვენთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ჩვენი შეხვედრების მიზანი უახლოეს მომავალში მათი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების დაინტერესება იყო. რისი სურვილი და მზაობაც მათი მხრიდან დიდია,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. შეხვედრას საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია დაესწრო.