აზერბაიჯანულმა სატვირთო ავიაგადამზიდავმა Silk Way West Airlines LLC-მა ამერიკულ კორპორაცია Boeing Company-სთან Boeing 777-8F სატვირთო თვითმფრინავების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
Silk Way West Airlines-მა განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტი ითვალისწინებს ორი Boeing 777-8F თვითმფრინავის შეძენას, კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავის შეძენის ოფციით.
ავიაკომპანიისთვის თვითმფრინავების მიწოდება დაგეგმილია 2029-2030 წლებში.
„საჰაერო ხომალდს შეუძლია 118 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა 9,2 ათას კილომეტრზე მეტი ფრენის დიაპაზონით. მოწინავე ტექნოლოგიით, ახალი GE9X ძრავებით და კომპოზიტური ფრთის დიზაინით, Boeing 777-8F გთავაზობთ 30%-ით მაღალ საწვავის ეფექტურობას და ნაკლებ გამონაბოლქვს, ასევე 25%-ით დაბალ საოპერაციო ხარჯებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ახალი თვითმფრინავების შეძენა Silk Way West Airlines-ს საშუალებას მისცემს, რომელიც ემსახურება 40 მიმართულებას მთელს მსოფლიოში, გააფართოოს თავისი საერთაშორისო ქსელი და დააკმაყოფილოს ტვირთების გადაზიდვის მზარდი მოთხოვნა.
სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი 2012 წელს ბაქოში დაარსდა. კომპანიის წლიური ტვირთბრუნვა 500 ათასი ტონაა. ავიაკომპანია, რომელიც ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული, ყოველთვიურად ახორციელებს დაახლოებით 350 რეგულარულ რეისს 40 მარშრუტზე. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება 12 ერთეული Boeing 747-400F და Boeing 747-8F მოდელის თვითმფრინავებისგან, რომლებიც აღჭურვილია უსაფრთხოების უახლესი სისტემებით.