პატარა ნიანგმა აშშ-ს ერთ-ერთ აეროპორტში ფრენები შეაფერხა. როგორც ირკვევა ალიგატორის ტიპის ნიანგმა, გასულ შაბათს, აშშ-ის სამხრეთ კაროლინის ყველაზე დატვირთულ აეროპორტში ასაფრენ/დასაფრენი ზოლი გადაკვეთა და მცირე დროით ფრენების შეფერხება გამოიწვია

WCBD-TV-ის ცნობით, ალიგატორი შაბათს საღამოს 7 საათზე ჩარლსტონის საერთაშორისო აეროპორტიში ასაფრენად მომზადებულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრა.

მგზავრებს თავისუფლად შეეძლოთ ნიანგის დანახვა. ამ მომენტების ამსახველი სურათები ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში.

ზოგადად ახლომდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ათასი ნიანგი ცხოვრობს