ტაილანდის მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის აღმოსავლეთით Eastern Airport City-ს განხორციელების გეგმა დაამტკიცა. პროექტის თანახმად, ის 165 ჰექტარზე მეტ ფართობს დაიკავებს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პროექტში მსხვილი ინვესტორებისა და ბიზნესმენების მოზიდვას შეძლებს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრაიუტ ჩან-ოჩამ განაცხადა, რომ Airport City-ს სავაჭრო ზონა არ შეიზღუდება სხვადასხვა კანონებითა და რეგულაციებით. იმავდროულად აქ იგეგმება საბაჟო გადასახადების გაუქმება და ასევე ბიზნესისთვის მიმზიდველი სხვა ინიციატივების განხორციელება.
საუბარია დამატებით ღირებულების გადასახადებთან, შემოსავალთან დაკავშირებულ შეღავათებზე, ასევე ვიზებისა და სამუშაო ნებართვების გაცემისა და უცხოელი მუშაკებისთვის წესების შემსუბუქების სერვისებზე.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, Duty-free shop, რესტორნების, გასართობი კომპლექსების, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების გახსნას.
Eastern Airport City-ს აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ტრანზიტული მგზავრების მოსაზიდად, ამბობენ ოფიციალური პირები.
თავად კომპლექსი მდებარეობს უტაპაოს საერთაშორისო აეროპორტის გვერდით, პატაიას მახლობლად.
უტაპაო და Eastern Airport City-ს ქალაქი ტაილანდის აღმოსავლეთ ეკონომიკური დერეფნის (EEC) გლობალური პროექტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციების განვითარებას. ის მოიცავს 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და წელიწადში 15600 სამუშაო ადგილის შექმნას პირველი ხუთი წლის განმავლობაში. გაფართოებული აეროპორტი კომერციულ ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2025 წელს შევა.