პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი სექტემბერში ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ ერთ ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. როგორც საქართველოში ავიაკომპანიის გენერალური გაყიდვების სააგენტო LOT Travel-ი განმარტავს,  ავიაკომპანია რეისს  სექტემბერსაც. აღნიშნული ჩარტერული ავიარეისიც არის გამყვანი და LOT-ი მგზავრებს მხოლოდ თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე მოემსახურება.

თბილისი-ვარშავას რეისზე ​ავიაბილეთის ღირებულება 1400 ლარიდანაა და 
ფასი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს – 20კგ და 5კგ – ხელბარგს.

“ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად ასევე ოფისში ნაღდი ან უნაღდო ანგარისწორებით

საჭიროა ელ ფოსტაზე გამოაგზავნოთ შემდეგი დეტალები:

❗️ გვარი/სახელი პასპორტის მიხედვით ( ლათინური
ასოებით პასპორტის მიხედვით)
❗️საკონტაქტო დეტალები ( ელ ფოსტა და ტელეფონი )
❗️მიმართულება,თარიღი ( ამ შემთხვევაში 30 სექტემბერი თბილისი – ვარშავა )

✈️ასევე შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა.

აქვე გაცნობებთ რომ მგზავრმა უნდა დაადასტუროს მგზავრობის მიზნობრიობა შესაბამისი საბუთების წარმოდგენით.! ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება !პოლონეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
https://strazgraniczna.pl

ოფისი მუშაობს
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
შაბათი 10:00-16:00

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
ტელ: +995322554455 / 2937373
ელ-ფოსტა: lot@lottravel.ge”, აღნიშნულია LOT Travel-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.