უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების დაწყებას აანონსებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, აღნიშნულ მიმართულებაზე SkyUp Airlines-ი ოპერირებას 30 აპრილიდან განაახლებს და რეისებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ფრენები ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება. რაც შეეხება ავიაბილეთის ღირებულებას:
ოდესა – თბილისის მიმართულებაზე ბილეთის ფასი 1 893 გრივნადანაა, ხოლო თბილისი – ოდესას მიმართულებაზე 4 967 გრივნადან.
უფრო მეტი დეტალი უკრაინაში შესვლის წესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:
გაითვალისწინეთ, რომ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.
გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, მგზავრებმა მოგზაურობის დაგეგმვის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.