3 ივლისს ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისს განახორციელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანიაზე ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია.
“მგზავრების საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
3 ივლისი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.
მორიგი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.