3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა. როგორც PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული, 2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 137 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა-157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა-261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი).
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 399 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 610 ლარი შეადგინა, კახეთში – 358 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 354 ლარი, ხოლო აჭარაში – 269 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების2 საშუალო ფასმა მაისის თვეში 72 ლარი შეადგინა. მაისში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ბინებს(apartments), Airbnb-ის მიხედვით, მაისში, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ბათუმში დაფიქსირდა-$48, შემდეგ მოდის თბილისი-$44, ფოთი-$42, ქუთაისი-$28 და რუსთავი-$20.