ბოლო დღეებში რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით ავიაკომპანია Wizz Air განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პრობლემა პერსონალის დეფიციტია, რის გამოც ავიაკომპანიას გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება უჭირს. 

“ძალიან ვწუხვართ და დიდ ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, Wizz Air-ი და ყველა სხვა ავიაკომპანია აკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა დროულად და მინიმალური დაგვიანებით მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა გამოც, ტურისტული ინდუსტრიაში ოპერაციული არასტაბილურობა ფიქსირდება, არსებობს პერსონალის ფართო დეფიციტი. განსაკუთრებით კი, საჰაერო მოძრაობის კონტროლის, სახმელეთო ოპერაციების, ბარგის გადატანის და უსაფრთხოების მიმართულებით.

მიუხედავად გაუქმებული რეისებისა, ჩვენი ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყოველდღიურად, 100 000-ზე მეტი მგზავრი მიდის დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მოვუხადოთ გულწრფელი ბოდიში მომხმარებლებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის – იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის კრედიტზე 120% ანაზღაურება.

თუ დაგჭირდებათ ღამე განთავსება და აეროპორტში იმყოფებით, ჩვენი სახმელეთო პერსონალი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ საცხოვრებლით და სახმელეთო ტრანსპორტით. თუ ჩვენი სახმელეთო მომსახურე პარტნიორები ვერ ახერხებენ თქვენთვის საცხოვრებლის ან სახმელეთო ტრანსპორტის უზრუნველყოფას მაღალი მოთხოვნის გამო, გთხოვოთ თავად დაჯავშნოთ საცხოვრებელი ან სახმელეთო ტრანსპორტი და აუცილებლად შეინახოთ ქვითრები, რადგან Wizz Air დაგიბრუნებთ გონივრულ თანხას. შეამოწმეთ თქვენი ელ. ფოსტა, რადგან ჩვენ გამოგიგზავნით ცალკეულ კომუნიკაციას იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდებათ თქვენი სასტუმროს ან ტრანსპორტის ინდივიდუალურად უზრუნველყოფა.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენი ვებგვერდის ხშირად დასმული კითხვების განყოფილებას ან გამოიყენოთ Amelia, WIZZ ვირტუალური ასისტენტი, გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სიმბოლოზე დაწკაპუნებით.

გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას და მოუთმენლად ველით ბორტზე თქვენს ნახვას!”, აცხადებენ ავიაკომპანიაში.