საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ Lufthansa Group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის გაყიდვების უფროსს პიტერ პულემსა და რეგიონულ მენეჯერ კარსტენ ცანგს უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი ავიაკომპანიების – Lufthansa-ს და Eurowings-ის ოპერირების არსებული მზარდი დინამიკა და ჯგუფში შემავალი სხვა ავიაკომპანიების მეშვეობით, საჰაერო მიმოსვლის არეალის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ მიუხედავად სექტორში არსებული გლობალური პოსტპანდემიური სირთულეებისა, Lufthansa Group-ი კმაყოფილია საქართველოს ავიაბაზარზე ნაჩვენები შედეგებით და სამომავლოდ ახალი რეგულარული მიმართულებების დამატებას განიხილავს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ამ მიმართულებით.