უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უკრაინის ქალაქ ოდესადან ბათუმის მიმართულებით იწყებს რეგულარული ავიარეისების შესრულებას. როგორც avianews-ს SkyUp Airlines-ის პრესსამსახურიდან აცნობეს, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ფრენებს 2020 წლის 29 მაისიდან 5 ოქტომბრამდე პერიოდში განახორციელებს, რაზეც ავიაგადამზიდავმა უკრაინის საავიაციო უწყებისგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
SkyUp Airlines-ი ოდესა-ბათუმის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს მოახდენს.
რაც შეეხება ავიაბილეთების ღირებულებას ის 1 649 გრივნადან (ერთი გზა) დაიწყება. ორმხრივი ავიაბილეთის ფასი კი 3 208 გრივნადან.