29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, პარაპლანებით შორ მანძილზე ფრენაში შიდა ჩემპიონატი – “SAKARTVELO OPEN CUP 2024” გაიმართება.
ჩემპიონატის მიზანია პარაგლაიდინგის, როგორც საჰაერო სპორტის, პოპულარიზაცია და პარაპლანებით ფრენაში მაღალი სტანდარტების და შესაბამისი დისციპლინის დემონსტრირება.
შეჯიბრი საგარეჯოს პარაპლანერისტთა კლუბ “როტორის” ინიციატივით და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის მოთხოვნით მოეწყობა ლაგოდეხის, ყვარელისა და ახმეტის მიდამოებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. ფრენები განხორციელდება ზღვის დონიდან 10,000 ფუტის სიმაღლეზე, შემდეგი კოორდინატების ფარგლებში:
420453.4N 0452000.3E
414705.8N 0460130.7E
415628.0N 0460946.3E
420055.4N 0455559.3E
421403.8N 0452425.6E
420453.4N 0452000.3E
სპეციალურად განსაზღვრულ ტერიტორიაზე პარაპლანით ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება ყველა საჭირო წესები და სტანდარტები. ჩემპიონატის განმავლობაში, ფრენების უსაფრთხოებაზე მონიტორინგს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის წარმომადგენლები განახორციელებენ.