ჩინეთში, ავიაკომპანია Air China-ს შვილობილი Tibet Airlines-ის თვითმფრინავი აფრენისას ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. Airbus SE A319 ტიბეტის ავტონომიური რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ნიინჩისკენ მიემართებოდა. ამ დროს ლაინერზე 113 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა – სულ   122 ადამიანი. მათგან 40-ზე მეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.