ქართული ავიაკომპანია ,,Myway Airlines“ საქართველო-ისრაელს შორის რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.
პირველი რეისი ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით აწ. 28 ივნისს შესრულდება, ბილეთის მინიმალური ფასი 189 დოლარი იქნება.
„Myway Airlines“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ავიაკომპანიაა, რომელიც მგზავრებს მოსახერხებელ და უსაფრთხო ავიარეისებს სთავაზობს საქართველოდან ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და დსთ-ს ქვეყნებში. კომპანია მგზავრებს საიმედო მომსახურებას სთავაზობს და მზადაა ავიაკომპანიებთან და ტურ-ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
ქსელის განვითარების პირველ ეტაპზე, კომპანია რეგულარულ ფრენებს იწყებს ახლო აღმოსავლეთსა (პირველი რეგულარული რეისი ისრაელის მიმართულებით შესრულდება) და დსთ-ს ქვეყნებში, ხოლო მეორე ეტაპზე კომპანიის მიზანია გახსნას ახალ ხაზები ევროპის მიმართულებით. მესამე ეტაპზე „Myway Airlines-ი ფრენას დაიწყებს ჩინეთსა და აშშ-ში, რითაც გააფართოებს საჰაერო სივრცის ქსელს საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.