უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline ლვოვიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით რეისების დაწყებას გეგმავს.
Bees Airline ლვოვი-თბილისი-ლვოვის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 28 დეკემბრიდან შეუდგება და კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს ფრენებს. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის საიტზე ავიაბილეთები მხოლოდ 1-ელ თებერვლამდე იძებნება. სამომავლოდ გააგრძელებს თუ არა Bees Airline ლვოვსა და თბილისს შორის ფრენებს, ეს არსებულ მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.
ლვოვი-თბილისის რეისზე ბილეთის ღირებულება, ერთი გზა, 58 დოლარიდანაა, ხოლო თბილისი-ლვოვის რეისზე კი 62 დოლარიდან.
Bees Airline-ს სატარიფო პოლიტიკის მიხედვით ყველაზე დაბალფასიანი ავიაბილეთი მხოლოდ 7 კგ ხელბარგზეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ ლვოვი-თბილისი-ლვოვის საჰაერო ხაზზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში რეისებს SkyUp Airlines-ი ასრულებდა.