საქართველოში ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის გენერალური გაყიდვების სააგენტოს LOT Travel-ის ინფორმაციით, 27 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქეები რომლებიც გეგმავენ მგზავრობას პოლონეთის მიმართულებით ვალდებულნი არიან 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარონ.
“მგზავრის მიერ ივსება სადეკლარაციო ანკეტა ვარშავაში ჩაფრენამდე, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კარანტინის გავლის მისამართი.
იმავე მისამართს ჩაინიშნავს სასაზღვრო კონტროლი ვარშავაში მგზავრის შემდგომი შემოწმების მიზნით.
მგზავრებმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეავსონ ანკეტაში მოთხოვნილი პუნქტები.
საკარანტინე ვადის ათვლა იწყება ჩაფრენიდან მეორე დღეს”, აცხადებენ LOT Travel-ში.