25 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სოხუმის აეროპორტი გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო ავიარეისებისათვის.
“აეროპორტის რეკონსტრუქციის შემდეგ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის ავიამომისვლის აღდგენა იგეგმება, რომელიც 26 წლის წინ შეწყდა, ომის შემდეგ”, განაცხადა სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ.
მან ასევე დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, რისთვისაც რუსული ინვესტიციების მოზიდვა მოხდა. რეკონსტრუქციის შემდეგ აეროპორტი დღე-ღამეში 3-დან 5 ათასამდე მგზავრის მიღებას შეძლებს.