Myway Airlines-ი თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას 26 აპრილიდან შეუდგება. Myway Airlines-ში განმარტავენ, რომ ფრენები კვირაში 3 სიხშირით: ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას – განხორციელდება. ხოლო 1-ელი ივლისიდან არსებულ განრიგს კიდევ ერთი სიხშირე დაემატება და ავიაკომპანია ჟუკოვსკის მიმართულებით რეისებს ყოველ ორშაბათს განახორციელებს.
Myway Airlines-მა თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და მისი ღირებულება (ორი გზა) 463 ლარიდანაა. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც Myway Airlines-ის ვებ-გვერდზე, ასევე ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებში.
ავიაკომპანიისათვის ჟუკოვსკი უკვე მეორე მიმართულებაა, რადგანაც ამ დროისათვის Myway Airlines-ი ფრენებს მხოლოდ თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებაზე ასრულებს.
რაც შეეხება ჟუკოვსკის მიმართულებას, აღნიშნულ საჰაერო ხაზზე უკვე ოპერირებს რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი.