საქართველოში განხორციელებულმა ფრენების რაოდენობამ  მიმდინარე წლის 25 აგვისტოს 15 პროცენტით გადააჭარბა 2019 წლის 25 აგვისტოს მაჩვენებელს, – იუწყება EUROCONTROL-ი.

თუ 2019 წლის 25 აგვისტოს საქართველოში 135 ფრენა შესრულდა (მოფრენა-გაფრენა), მიმდინარე წელს მაჩვენებელმა 155-ს მიაღწია.

ორგანიზაციის ცნობით, პანდემიამდელი ნიშნულის გაუმჯობესება ევროპის 41 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველომ (+15%) და ალბანეთმა (+24%) შეძლეს. დანარჩენ ქვეყნებში კი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით კლება ფიქსირდება. შედარებით დაბალი შემცირებაა საბერძნეთში (-6%), ყველაზე დიდი კი ისრაელსა (-58%) და ფინეთში (-59%).

ავიაციის სფეროს აღდგენა EUROCONTROL-ის ქსელში განსხვავებული ტემპით მიმდინარეობს, – დასძენს ორგანიზაცია.