24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ყველაზე მეტ რეისს მიიღებს. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, 24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 102 რეისი შესრულდება, საიდანაც 36 რეისი იქნება ჩარტერული.
ირკვევა, რომ 24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტ რეისს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai შეასრულებს – 14 რეისი. რაც შეეხება ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia-ს ის 24 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 რეისს განახორციელებს. 3-3 რეისი აქვთ დაგეგმული ასევე თურქულ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airweys-ს და საუდის არაბეთის სამეფოს ავიაკომპანია Flynas-ს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენების, პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების, მხოლოდ 27%-ი დაიბრუნა.