სტამბოლის ახალმა აეროპორტმა 6-დან 30 აპრილამდე პერიოდში 4,114 მლნ მგზავრი გაატარა.
აეროპორტის ოპერატორ კომპანია IGA-ში განმარტავენ, რომ საანგარიშო პერიოდში “სტამბოლში” ჩამომფრენი მგზავრების რაოდენობამ 2.1 მლნ, ხოლო გამფრენი მგზავრების რაოდენობამ 2 მლნ მგზავრი შეადგინა.
6-30 აპრილის განმავლობაში აეროპორტ “სტამბოლში” 26 ათას 520 რეისი განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ აეროპორტი “სტამბოლი” ოფიციალურად 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა და სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან რეისების გადამისამართება ეტაპობრივად მოხდა. გასამისამართების პროცესი ოფიციალურად 6 აპრილს დასრულდა.
აეროპორტის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის 6 მლრდ დოლარი დაიხარჯა. შემდგომი ეტაპის დასრულება კი 2023 წლამდე იგეგმება.