ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი მილანის მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც მილანის ბერგამოს აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Georgian Airways-ი 23 ივნისიდან მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.
რეისები დაგეგმილია Boeing 737-700-ით, რომლის 133 ადგილზეა გათვლილი, საიდანაც 12 ბიზნეს კლასია, ხოლო 121 ადგილი ეკონომ კლასი.
„საქართველო 2023 წლის ზაფხულის სეზონში მილანის ბერგამოს აეროპორტთან პირდაპირ კავშირში იქნება მე-40 ქვეყანასთან, თბილისი კი 143-ე მიმართულება იქნება“, – აცხადებენ ბერგამოს აეროპორტში.