გიორგი კახურაშვილმა, 22 წლის ასაკში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ავიაციის განვითარებაში. სწორედ მან, როგორც მენეჯერმა და მფრინავმა, უზრუნველყო წარმატებული თანამშრომლობა ქართულ ავიაკომპანია Geo Sky-სა და ესპანურ ავიაკომპანია Flyby-ს შორის. ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს ქართული ავიასექტორის გაძლიერებას და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

გიორგი კახურაშვილი ასევე ცნობილია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი საქართველოდან, რომელმაც ისტორიული ნაბიჯი გადადგა. მან პირველი სოლო ფრენა წარმატებით შეასრულა ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში, Flyby-ის საავიაციო აკადემიაში. ეს მიღწევა ხაზს უსვამს მის პროფესიონალიზმს და ახალგაზრდა ქართველი ავიატორების პოტენციალს.