22 ოქტომბრიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თელ ავივის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. ავიაკომპანიის მიერ ისრაელში ფრენების შეჩერება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული.
„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება!
ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას!
რაც შეეხება ისრაელი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე:
როგორც ცნობილია კომპანია Georgian Airways-მა განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.
თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები:
– EL AL
– Israir
– ARKIA
ამასთან, კომპანია Georgian Airways-ი ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისისმიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამზგავრების მსურველთ.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე (როგორც Georgian Airways-ის, ისე – EL AL-ის, Israir-ის და ARKIA-ს მიერ) შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები, – აღნიშნულის საელჩოს განცხადებაში.