უკრაინული “ლოუქოსტერი” Bees Airline, რომელიც ავიაბაზარს 2021 წელს შემოუერთდა, ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანიის ბილეთების საძიებო სისტემაში ოდესასა და თბილისს შორის ბილეთები უკვე იძებნება. 

Bees Airline-ი ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე ფრენებს 22 ოქტომბრიდან შეუდგება და ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში აღნიშნულ მიმართულებაზე კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ პარასკევს) განახორციელებს რეისებს. 

ავიაბილეთის საწყისი ფასი (ერთი გზა) 65 დოლარიდანაა. 

აღსანიშნავია, რომ Bees Airline ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიევიდან ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.