Turkish Airlines-ი ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. 21 აგვისტოდან თურქული ავიაგადამიზადვი სტამბოლიდან მექსიკის მიმართულებით იწყებს რეისების განხორციელებას. როგორც ირკვევა, Turkish Airlines-ი რეისებს ე.წ. სამხკუთხა მარშრუტით განახორციელებს და ფრენას სტამბოლი-მეხიკო-კანკუნის (მექსიკა) მარშრუტზე განახორციელებს.
რეისი TK181 კვირაში 3 სიხშირით ახალი Boeing 787-9-ით განხორციელდება.
სტამბოლი-მეხიკოს ავიარეისი სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს Turkish Airlines-ი მეხიკოს გარდა 6 ახალ მიმართულებას დაამატებს, ესენია მარაქეში, შარჯა, პორტ-სუდანი, ბალი, ლუკსორი და როვანიემი.