ავიაკომპანიებს მოუწევთ, რომ საკუთარი საჰაერო ხომალდების სალონები Wi-Fi მოწყობილობებით აღჭურვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 45 მლრდ დოლარი დაკარგონ. აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ London School of Economics and Political Science-ს (LSE) მკვლევარები, რომელთაც საკითხის ანალიზი საერთაშორისო სატელიტური კომუნიკაციების მიმწოდებელ Inmarsat-თან ერთად მოახდინეს.
უახლოესი 10 წლის განმავლობაში დადგება Z თაობის დრო დადგება, რომლებიც 1997-2012 წლებში დაიბადნენ. ამ ჯგუფის მგზავრთა რაოდენობა 450 მლნ ადამიანს აღწევს. ისინი მილენიანებზე (1981-1996 წლებში დაბადებულები) 41%-ით მეტი იქნებიან, რომლებიც დღეს ავიამგზავრების უმრავლესობას წარმოადგენენ.
Z ყველაზე მეტად აქტიური იქნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც დემოგრაფიული მდგომარეობა დადებითია.
LSE-ს მონაცემებით, მილენიანები აქცენტს აკეთებენ და მათთვის ყველაზე მეტად მოთხოვნადია ლოიალობის პროგრამა. თუმცა Z მოგზაურები გულგრილები იქნებიან თითქმის ნებისმიერი ბონუსის მიმართ, მათთვის საინტერესო თანამედროვე ტექნოლოგიებია.
ხშირად მოგზაური, თანამედროვე მგზავრების 13%-თვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ავიაკომპანია, რითაც განახორციელებენ მოგზაურობას. ხოლო 87%-თვის ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს. ესენი ძირითადად ახალგაზრდა მოგზაურები არიან. მათგან, 12%-ი ყურადღებას აქცევს ბორტზე მაღალხარისხიან Wi-Fi-ს. ასეთი ავიამგზავრების რაოდენობა 33 მლრდ-ით ფასდება, ხოლო უახლოესი 10 წლის განმავლობაში რაოდენობა 45 მლრდ მგზავრამდე გაიზრდება.