გერმანული საავიაციო კონცერნი Lufthansa 2030 წლისთვის ადმინისტრაციული სფეროს 4000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობამ ორშაბათს, 29 სექტემბერს, განაცხადა, ეს ცვლილებები სამუშაო პროცესების ციფრულიზაციისა და ავტომატიზაციის ფონზე განხორციელდება.
ამავდროულად, Lufthansa-მ ოპერაციული მოგების სამიზნე მაჩვენებელი გაიზარდა და 8-დან 10 პროცენტამდე აიყვანა. მენეჯმენტის განცხადებით, მიმდინარე წლის ოპერაციული მოგება მნიშვნელოვნად გადააჭარბებს შარშანდელ 1.6 მილიარდ ევროს.
კონცერნი Lufthansa, რომელიც ევროპაში უმსხვილესი ავიამზიდია და დაახლოებით 103 ათას თანამშრომელს აერთიანებს, მოიცავს ისეთ ავიაკომპანიებს, როგორიცაა Swiss, Austrian, Brussels Airlines, და არის იტალიური ავიამზიდი Ita-ს უმცირესობის აქციონერი.
მოგების ზრდას კომპანია კონცერნში შემავალი ავიაკომპანიების უფრო მჭიდრო თანამშრომლობითა და ცენტრალიზებული მართვით გეგმავს. ასევე, დაგეგმილია Eurowings-ის და ლოგისტიკის, ტექნიკური მომსახურებისა და თავდაცვის სფეროს აქტიური განვითარება. სააგენტო dpa-ს ცნობით, აქციონერებს კონცერნი მოგების 20-დან 40 პროცენტამდე დივიდენდებს ჰპირდება.












