ურბანული საჰაერო მობილობის გლობალური ბაზარი 2022 წლიდან 2027 წლამდე 5 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზრდება. ასეთ პროგნოზს მარკეტინგული კომპანია Technavio კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს.
კომპანიის Technavio-ს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვით, გლობალური ურბანული საჰაერო მობილურობის ბაზარი 2022 წლიდან 2027 წლამდე გაიზრდება $5,280.25 მილიონით. ყოველწლიურად ამ ხუთი წლის განმავლობაში ბაზარი გაიზრდება საშუალოდ 27.5%-ით.
ამავდროულად, კომპანიამ აღნიშნა, რომ ბაზრის ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება საზოგადოების მოთხოვნა „ეკოლოგიურად სუფთა და წყნარ ქალაქურ მანქანებზე“, რომლებიც არ მოხვდება საცობებში და უზრუნველყოფს ჰაერში სწრაფ და მდგრად მოძრაობას.
“შემდეგი ფაქტორი არის ელექტრონული კომერციის ბაზრის ზრდა. ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთ ამერიკა 48%-ით წვლილს შეიტანს გლობალური საჰაერო მიწოდების ბაზრის ზრდაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. ეს განპირობებულია ელექტრონული საცალო ვაჭრობის ზრდითაც“, – აცხადებენ კომპანიაში.
ამავე დროს, Technavio-მ ბატარეის ტექნოლოგიების განვითარების დონეს ბაზრის ზრდის ერთ-ერთი შეზღუდვა უწოდა. დრონისთვის “კომერციული დატვირთვის რეიტინგებით, ბატარეას უნდა ჰქონდეს ენერგიის სიმკვრივე მინიმუმ 500 Wh/kg”, მაგრამ ბატარეების უმეტესობას ამჟამად აქვს ამ სიმძლავრის მხოლოდ 30-50%.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სამოქალაქო დრონების განვითარების ბაზარზე მთავარი გლობალური მოთამაშეები არიან Airbus, Archer Aviation, Bartini, Embraer, Geely Auto Group, Honeywell International, Lockheed Martin, Boeing და სხვები.