გამოცემა Condé Nast Traveler, პლატფორმა AirlineRatings.com-ზე დაყრდნობით, 2026 წლის საავიაციო უსაფრთხოების ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. წელს რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია — მრავალწლიანი ლიდერობის შემდეგ, პირველ ადგილი ახალმა კომპანიამ დაიკავა.
2026 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული გადამყვანი — Etihad Airways დასახელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყურის ქვეყნების ავიაკომპანიამ რეიტინგის სათავეში მოექცა.
ტოპ-10 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია (Full-Service):
- Etihad Airways (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
- Cathay Pacific (ჰონგ-კონგი)
- Qantas (ავსტრალია)
- Qatar Airways (კატარი)
- Emirates (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
- Air New Zealand (ახალი ზელანდია)
- Singapore Airlines (სინგაპური) — რომელიც რეიტინგში გასული წლის ინციდენტის შემდეგ დაბრუნდა.
- EVA Air (ტაივანი)
- Virgin Australia (ავსტრალია)
- Korean Air (სამხრეთ კორეა)
ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი (Low-Cost) ავიაკომპანიები:
დაბალბიუჯეტიანი გადამყვანების კატეგორიაში ლიდერობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჰონგ-კონგურმა HK Express-მა. საუკეთესო ხუთეულში ასევე შევიდნენ: Jetstar Airways, Scoot, flydubai და easyJet.
ექსპერტები 320-ზე მეტ ავიაკომპანიას აფასებენ სხვადასხვა კრიტერიუმით: სერიოზული ინციდენტების ისტორია, ბოლო დროს მომხდარი უბედური შემთხვევები, სამთავრობო და საავიაციო აუდიტების შედეგები, პილოტების მომზადების დონე და თვითმფრინავების ფლოტის ასაკი. წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურბულენტობის დროს მგზავრთა დაზიანებების პრევენციაზე.












