„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის სავალდებულო გახდება ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისის ქონა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Georgian Airways-ი საკუთარ სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს, რითაც სურს, რომ მის მგზავრებს სიახლის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.

„2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

სადაზღვეო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ, ხოლო სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.

სადაზღვევო პოლისში საჭიროა აღნიშნული იყოს შემდეგი მონაცემები:

დაზღვევის მხარეები, დაფარული ტერიტორია, დაზღვევის საგანი, დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო, სადაზღვევო რისკები, სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები), სადაზღვევო შესატანის მოცულობა, მისი გადახდის ადგილი და ვადა.

სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადა უნდა მოიცავდეს ტურისტის ქვეყანაში შემოსვლის და ქვეყნის დატოვების პერიოდს„, – აღნიშნულია Georgian Airways-ის ინფორმაციაში.