AirHelp-ის მიერ გამოქვეყნდა 2025 წლის საუკეთესო აეროპორტების რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, სკანდინავიური აეროპორტები ევროპაში ლიდერობენ, ხოლო საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მსხვილი ჰაბები არც ისე სახარბიელო შედეგებს აჩვენებენ.
AirHelp-მა აეროპორტები შეაფასა პუნქტუალურობის, მომსახურების ხარისხისა და ინფრასტრუქტურის შესახებ მგზავრების მიმოხილვების საფუძველზე. მონაცემები შეგროვდა 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე, 13,500-ზე მეტი მოგზაურის გამოკითხვის შედეგად.
ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტი (მსოფლიო რეიტინგში დაკავებული ადგილის მიხედვით):
- ბერგენ-ფლესლანდი (ნორვეგია) – მე-9 ადგილი მსოფლიოში
- ბილბაო (ესპანეთი) – მე-16 ადგილი
- ბოდე (ნორვეგია) – 23-ე ადგილი
- ოსლო გარდერმოენი (ნორვეგია) – 28-ე ადგილი
- კეფლავიკი (ისლანდია) – 30-ე ადგილი
“ანტი-რეიტინგი” – ევროპის ყველაზე სუსტი შედეგების მქონე აეროპორტები:
ევროპაში ყველაზე სუსტი შედეგი საბერძნეთში, როდს-დიაგორასის აეროპორტმა აჩვენა, რომელმაც 250-დან 249-ე ადგილი დაიკავა.
“ანტი-რეიტინგში” მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს:
ლონდონის გეტვიკის აეროპორტი (დიდი ბრიტანეთი) – 235-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (საფრანგეთი) – 181-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში
ეს შედეგები ხაზს უსვამს აეროპორტებს შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებებს მომსახურების ხარისხსა და ოპერაციულ ეფექტურობაში.












