2025 წლის MICHELIN Guide-ის სიას ახლად შეუერთდა  იზმირის, სტამბოლისა და მუღლას 32 რესტორანი. ეს გადაწყვეტილება Four Seasons Hotel Bosphorus-ში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. 2025 წლის სახელმძღვანელოს 32 ახალი რესტორანი დაემატა, რითაც თურქეთში რეკომენდებული რესტორნების რაოდენობა 132-მდე გაიზარდა. აქედან 77 რესტორანი მდებარეობს სტამბულში, 24 იზმირში და 31 მუღლაში.

ამ რესტორნებიდან 2-ს  მიენიჭა MICHELIN-ის ვარსკვლავი, 8-ს Bib Gourmand,  6-ს კი MICHELIN-ის მწვანე ვარსკვლავი. MICHELIN-ის სახელმძღვანელოს დირექტორმა გვენდალ პულენეკმა აღნიშნა:

„წელს ჩვენს ჟიურიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის კულინარიულმა სიმდიდრემ და მრავალფეროვნებამ.  ადგილობრივი ოსტატობა, უახლესი  ინიციატივები, რომლებიც მიმართულია საუკეთესო გასტრონომიის შესაქმნელად და კრეატიულობა, რომელიც აღადგენს ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს ახალ კონტექსტში. ეს ყველაფერი სტამბოლს, იზმირსა და მუღლას განსაკუთრებულად გამორჩეულს ხდის გასტრონომიული თვალსაზრისით.  როდესაც ჩვენ ვიწყებთ ახალი რეგიონების შესწავლას, მათ შორის მუღლასა და სტამბოლს, ჩვენი ჯგუფი სიას დიდი გულდასმით ადგენს და ამატებს ისეთ რესტორნებს,  რომლებიც საუკეთესოდ მოემსახურება როგორც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს. 2025 წლის არჩევანი ხაზს უსვამს კულინარიულ დინამიზმსა და მრავალფეროვნებას, რაც რეგიონს გამოარჩევს თავისი ინდივიდუალური მახასიათებლებით“, – აღნიშნა მან.

Casa Lavanda-სა და Narimor-ის რესტორნებს მიენიჭათ MICHELIN ვარსკვლავები

Casa Lavanda არის საუკეთესო საოჯახო დაწესებულება, რომელშიც შედის  1000 მ² ფართობის მქონე ბაღი, სასტუმრო და რესტორანი, რომელიც სტამბოლის ცენტრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.  შეფი  ემრე შენნი, რომელიც ამ დაწესებულების სამზარეულოს ხელმძღვანელობს, ოსტატურად აერთიანებს თურქული სამზარეულოს კლასიკურ არომატებს  იტალიური გემოების  გავლენით.

აქ მიირთმევენ კერძებს – ალ დენტე, აგნოლოტი, ბურატათი  და მასკარპონე ან შავი ზღვიდან ახლად დაჭერილი ზღვის ბასი ბოსტნეულით. რესტორანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და იყენებს სეზონურ პროდუქტებს. ხილისა და ბოსტნეულის 80% საკუთარი ბაღებიდან მოდის. გარდა ამისა, რესტორანს აქვს სტენდი – Terre de Sile, სადაც იყიდება ადგილობრივი პროდუქცია.  მისი მიზანია შეინარჩუნოს მჭიდრო კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან.

იზმირის რესტორან Narımor-ში შეფ-მზარეული ათილა ჰეიბრონი (Atilla Heilbronn) ჰარმონიულად აერთიანებს გერმანულ და თურქულ გემოებს  თურქეთის მდიდარ სამზარეულოსთან და დელიკატურად წარმოაჩენს ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს. მისი  მენიუ აერთიანებს ადგილობრივ პროდუქტებს პროფესიონალურად მომზადებულ კერძებთან. აღსანიშნავია ზღვის კალე, კეფირი,   გარგარი, რომელიც საოცრად ამდიდრებს თევზის გემოს.

6 ახალი რესტორანი, რომელიც აღიარებულია MICHELIN -ის მწვანე ვრსკვლავით

MICHELIN Green Star ჯილდო ენიჭება რესტორნებს, რომლებიც ეკოლოგიურად ძალიან პასუხისმგებლები არიან. აღნიშნული სახელმძღვანელო აფასებს 6 ახალი რეკომენდირებული რესტორნის ძალისხმევას და მათ აჯილდოებს მწვანე ვარსკვლავებით. ეს რესტორნები,  ეკოლოგიური თვალსაზრისით საუკეთესოები არიან, რადგან საკმაოდ ეფექტურად იყენებენ ადგილობრივ პროდუქტებს და პატივს სცემენ ბუნებრივ რესურსებს, ასევე ისინი თანამშრომლობენ  მცირე ფერმერებთან. აღსანიშნავია, რომ  სტამბოლში, Casa Lavanda-სთან ერთად, The BARN-მა და Telezzuz-მაც მიიღეს ეს ჯილდო. მუღლასა და ბოდრუმის  რეგიონში მისი მფლობელები გახდნენ მეზრა იალიქავაქი (Mezra Yalıkavak) და აგორა პანსიონი  (Agora Pansiyon) მილასში.

ცხრა ახალმა რესტორანმა მიიღო Bib Gourmand-ის ჯილდო

Bib Gourmand აღიარებს რესტორნებს, რომლებიც გთავაზობთ შესანიშნავ კულინარიულ გამოცდილებას. MICHELIN Guide-მა ცხრა ახალ რესტორანს Bib Gourmand-ის ჯილდო გადასცა: აქედან  4 მდებარეობს სტამბოლში, 2 იზმირში,  3 კი მუღლაში.

პიცერია Arka Ristorante, რომელიც მდებარეობს ბოდრუმში, საკმაოდ ცნობილია თავისი გემრიელი იტალიური კერძებით.  აქ ბევრი ყურადღებას ამახვილებს თურქულ სამზარეულოზე, რომელიც ტრადიციული და თანამედროვე კერძებისგან შედგება.  რესტორნები Ali Ocakbaşı (სტამბოლი) და Intacı Meyhane (ურლა, იზმირი) მეტად გულდასმით ეპყრობიან  ადგილობრივ ტრადიციულ იზმირის კერძებს.

თათბაქის (Tatbak) რესტორანი სტამბოლში გთავაზობთ ცნობილ თურქულ კერძებს, როგორიცაა ქაბაბი, ლაჰმაჯუნი და სხვ. აღსანიშნავია  სტამბოლის აზიურ მხარეზე მდებარე Araf Istanbul-ის რესტორანი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე თურქული სამზარეულოთი. აქ ნახშირზე საკმაოდ ხშირად ამზადებენ კერძებს, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.  ხაზი უნდა გავუსვათ Nazende Cadde-სა (სტამბოლი) და Beynel-ის (ბოდრუმი) რესტორნებს, რომლებიც იდეალურია ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სადილისთვის.

იზმირის ალაჩათის რეგიონში მდებარე რესტორანი Asma Yapragy დაჯილდოვდა MICHELIN Green Star-ის ჯილდოთი. ამ ჯილდოს მფლობელია Agora Pansiyon-ც, რომელიც ბოდრუმში მდებარეობს.

გარდა ამისა, წელს MICHELIN-ის გზამკვლევში 22 მაღალი ხარისხის რესტორანი შევიდა. ეს არის რესტორნები, რომლებიც მდებარეობს სტამბოლის, იზმირისა და მუგლას რეგიონებში და ასახავს ადგილობრივ კულინარიულ მრავალფეროვნებას. სტამბოლში, ძალიან პოპულარული Çok Çok Pera-ს რესტორანი, რომელიც ორიენტირებულია ტაილანდურ სამზარეულოზე, Lokanta by Divan და Herise Istanbul კი გთავაზობთ თურქულ არომატებს თანამედროვე გასტრონომიით. უნდა აღვნიშნოთ Arapartman Yeniköy-ც, რომელიც საკმაოდ  პოპულარულია ახალ თაობაში.

ახალი რესტორნები იზმირისა და მუღლას რეგიონებში aqcents akeTeben სეზონურ პროდუქტებზე. Divia by Maksut Askar-სა (მარმარისი) და მორის (ფეთიე) რესტორნები გამოირჩევა ახალი და ხარისხიანი პროდუქტებით. აღსანიშნავია Oi Filoi, რომელიც გთავაზობთ ბერძნულ კერძებს, Oro by Alfredo Russo კი იტალიურ სამზარეულოს.

საერთო ჯამში, MICHELIN-ის გზამკვლევში სტამბოლის, იზმირისა და მუღლას 91 რესტორანი შედის თავისი მაღალი ხარისხის შეთავაზებებით, რაც ამტკიცებს თურქული კულინარიის უნიკალურობას.

ნიჭიერ პროფესიონალებს სამი სპეციალური ჯილდო გადაეცათ

MICHELIN Guide-ს სურს გამოყოს ნიჭიერი პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ რესტორნებში და სტუმრებს სთავაზობენ დაუვიწყარ  კულინარიულ  გამოცდილებას.

2025 წლის MICHELIN Sommelier-ის ჯილდო გადაეცა OD Urla რესტორნის სომელიეს,   იუნუს ოზთურქს. იუნუს ოზთურქი არის თურქული ღვინოების ნამდვილი ოსტატი.

ასევე შეფასებულ იქნა რესტორნის, Nicole მომსახურე გუნდი. MICHELIN-ის ჟიურიმ შეაფასა ამ გუნდის საოცარი ცეკვა, ასევე თითოეული წევრის ძალისხმევა და  უნარი  შეასრულოს თავისი როლი დამოუკიდებლად და ზედმიწევნით.

და ბოლოს, 2025 წლის MICHELIN-მა ახალგაზრდა  მზარეულიც. MICHELIN-ის ახალგაზრდა მზარეულის ჯილდო ნიშნავს კულინარიულ ნიჭს, რომელმაც ადრეულ ასაკში მიაღწია დიდ წარმატებას ამ სფეროში.  წელს ის მწვანე რვარსკვლავის მქონე რესტორანის,  Mezra Yalıkavak-ის შეფ-მზარეულს, სერჰათ დოღრამაჩის წარუდგინეს. იგი MasterChef Türkiye-ს 2020-21 წლის გამარჯვებულია.  დოღრამაჩი  ქმნის შთამბეჭდავ გასტრონომიულ სამყაროს თავისი შემოქმედებითი მიდგომით. მან ასევე მრავალ შეფ-მზარეულს შთააგონა, რომ საჭიროა ადგილობრივი პროდუქტებისა და ფერმის უპირობო სიყვარული.

სტამბოლის, იზმირისა და მუღლას რესტორნების შეფასების ნახვა შეგიძლიათ ნახოთ MICHELIN-ის სახელმძღვანელოს ვებსაიტზე, ან აპლიკაციაზეც. მოგზაურებს ასევე ამ პლატფორმებზე თავისუფლად შეუძლიათ სასტუმროების დაჯავშნა –  www.michelin.com