2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა , რაც 17.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1.1 მლნ. მგზავრი (17.4 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.0 მლნ. მგზავრი (18.1 პროცენტით მეტი).

2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.1 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.6 ათასი შეადგინა, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს