2025 წლის აპრილიდან უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის შვილობილი SkyUp MT რეგულარული ფრენების შესრულებას იწყებს. თუმცა ეს რეგულარული რეისები იქნება არა უკრაინის რომელიმე ქალაქიდან არამედ მოლდოვის დედაქალაქიდან. ავიაკომპანია კიშინიოვიდან რეგულარული ფრენების განხორციელებას გეგმავს ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, საბერძნეთის და კვიპროსის ქალაქების მიმართულებით.

SkyUp-ის ვებგვერდზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია. ​რაც შეეხება რეისების განრიგს ის ასე გამოიყურება:  კიშინიოვი (RMO) – პარიზი (BVA) – ფრენები შესრულდება ორშაბათი და პარასკევი,  – კიშინიოვი (RMO) – ლისაბონი (LIS) – ფრენები შესრულდება პარასკევს,  კიშინიოვი (RMO) – ბარსელონა (BCN) – ფრენები შესრულდება ყოველ ოთხშაბათს. მოთხოვნიდან გამომდინარე აღნიშნულ მარშრუტებზე დაგეგმილია სიხშირეების ზრდაც.

SkyUp Airlines-ი ოპერირებას მოახდენს ასევე:  კიშინიოვი (RMO) – ალიკანტე (ALC) – ფრენები განხორციელდება ორშაბათს და პარასკევს,  ​კიშინიოვი (RMO) – პალმა დე მაიორკა (PMI) – ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და შაბათს, კიშინიოვი (RMO) – სალონიკი (SKG) ფრენები განხორციელდება ყოველ სამშაბათს, კიშინიოვი (RMO) – ჰერაკლიონი (HER) – ფრენები განხორციელდება ორშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს.  გარდა ამისა, კომპანია კიშინიოვიდანკვირაში სამი სიხშირით შეასრულებს ფრენებს  კვიპროსის მიმართულებით.

SkyUp Airlines-მა განმარტა, რომ უკრაინელების საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მათ აირჩიეს კიშინიოვის აეროპორტი, როგორც ერთ-ერთი უახლოესი საერთაშორისო ცენტრი უკრაინის საზღვართან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ SkyUp Airlines-მა 2024 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 27%-ით გაზარდა ჩარტერული ფრენების რაოდენობა. კომპანიას აქვს ევროპის საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ნებართვა, განახორციელოს ფრენები ევროკავშირში და აქვს უფლება განახორციელოს კომერციული ფრენები საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. 2022 წლის ივნისში SkyUp Airlines-მა მიიღო შვეიცარიის ოპერირების უფლება.