პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისების სააგენტო (PAŻP) ავიაკომპანიებთან საჰაერო მოძრაობის კონტროლის სერვისების ახალ ტარიფებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლებიც ძალაში 2025-2029 წლებში იქნება. მოსალოდნელია, რომ ეს ტარიფები მნიშვნელოვნად მაღალი იქნება, ვიდრე მოქმედი, რაც ავიაბილეთების ფასების ზრდას გამოიწვევს.
ავიაკომპანიები არ მალავენ, რომ გაზრდილი ხარჯები გავლენას მოახდენს ბილეთების ფასებზე. ახალი ტარიფების ოფიციალურად გამოცხადება და დამტკიცდება ნოემბერში მოხდება, ხოლო ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.
გამოცემის Rzeczpospolita-ს გათვლებით, ახალი ტარიფები ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ისთვის, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი (33,65%) პოლონური საჰაერო ტრაფიკის წილი. ავიაკომპანიის ხარჯები გაიზრდება ამჟამინდელი 210,7 მილიონი ზლოტიდან 353 მილიონ ზლოტამდე, რაც პირდაპირ აისახება ბილეთების ღირებულებაზე.
WizzAir-ისთვის ისინი 152.1 მილიონიდან 254.8 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო LOT-ისთვის – 108 მილიონიდან 181.9 მილიონამდე. ახალი ტარიფები გავლენას მოახდენს Lufthansa-ს რეისებზეც – ხარჯები 26 მილიონიდან 43,6 მილიონ ზლოტამდე გაიზრდება. პოლონეთის უმსხვილესი ჩარტერული გადამზიდავი Enter Air გადაიხდის არა 27,7 მილიონ ზლოტს, როგორც წელს, არამედ 43,6 მილიონ ზლოტს.
PAŻP-ის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარსინ ჰადაჯმა განაცხადა, რომ ტარიფების ზრდა გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორისაა ბოლო წლების ინფლაცია და ახალი საინვესტიციო ხარჯები.