2025 წელს გერმანიაში ერთიანი სამგზავრო ბილეთის ღირებულება 49 ევროდან 58 ევრომდე გაიზრდება. იდეას მხარი დაუჭირეს ქვეყნის მიწის ტრანსპორტის მინისტრებმა.
Deutschlandticket, რომელიც გასულ წელს დაინერგა, საშუალებას აძლევს ხალხს ისარგებლონ ადგილობრივი და რეგიონული მატარებლებით, ავტობუსებითა და მეტროებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ულიმიტოდ. Deutschlandticket-ის მოქმედების პერიოდი შეადგენს ერთ თვეს.
„ამ ფასად ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ ბილეთების მიმზიდველობა და უფრო საიმედო დაფინანსების უზრუნველყოფა“, – თქვა ოლივერ კრიშმა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიისტრანსპორტის მინისტრმა.
ერთიანი სამგზავრო ბილეთის სისტემა უკვე რამდენიმე წელია გერმანიაში საკმაოდ პოპულარულია, რადგან ქვეყანაში ტრანსპორტის გადახდის რთული სისტემა და საწვავის მაღალი ღირებულებაა. Deutschlandticket-ს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი იყენებს.