Global Hotel Alliance (GHA), დამოუკიდებელი სასტუმროების ბრენდების მსოფლიოს უდიდესმა ალიანსმა, 2025 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დაასახელა. GHA-მ აღნიშნული ჩამონათვალი მისი ლოიალობის პროგრამის GHA DISCOVERY-ის წევრების გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.

სიაში წამყვან პოზიციებს ზედიზედ მეორე წელია იაპონია და ტაილანდი იკავებენ.ჩინეთი მესამე ადგილზეა.ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ და იტალიამ მეოთხე ადგილი დაიკავეს და მათ 2024 წლის ფავორიტები კანადა და ჰავაი ჩაანაცვლეს.

კვლევის მიხედვით, 2025 წელს შვებულებას რესპონდენტთა 99% გეგმავს. საქმიანი მოგზაურობა კვლავ აღდგენის გზაზეა: გამოკითხულთა 62% ელოდება საქმიან მოგზაურობას ახალ წელს, ასეთ გეგმებს ძირითადად ახორციელებენ რესპონდენტები ჩინეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან.

ტურისტების 93%-ზე მეტი მომავალ წელს გაემგზავრება საზღვარგარეთ დასასვენებლად, ხოლო 69% გეგმავს საქმიან მოგზაურობას, ძირითადად მათი საცხოვრებელი რეგიონის ფარგლებში.

ჩინელი ტურისტები საშუალოდ 7 მოგზაურობისთვის ემზადებიან, შემდეგ მოდის გერმანია (6 მოგზაურობა) და ესპანეთი (5 მოგზაურობა). რაც შეეხება არდადეგებს, აქ კვლავ ჩინეთი დომინირებს, სადაც ყველაზე მეტ მოგზაურობას ამ ქვეყნიდან გეგმავენ რესპონდენტები (7 მოგზაურობა), შემდეგ მოდის ტაილანდი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.