Cruise Tails-მა და Expedia Cruises of West Orlando-მ ისტორიაში პირველი კრუიზი დააანონსეს, რომლითაც ძაღლები ისარგებლებენ. ძაღლები კრუიზში ლაინერ Margaritaville at Sea Islander-ით 2025 წლის ნოემბერში გაემგზავრებიან. ბორტზე ერთდროულად 250 ცხოველს შეეძლება ყოფნა.

კრუიზის საგზურის მოსაპოვებლად შინაური ცხოველების დამატება ჯავშნის რიგში უკვე დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი. ცხადია ძაღლები სამოგზაუროდ მარტო ვერ წავლენ: მფლობელის ბორტზე ყოფნაც აუცილებელია. პროგრამა ძირითადად განკუთვნილია ძაღლებისთვის: ისინი ისიამოვნებენ კოსტიუმების კონკურსებითაღლუმებითა და გამოფენებით. შინაური ცხოველების მფლობელებს საშუალება ექნებათ მოისმინონ თემატური ლექციები.

გამგზავრებამდე ოთხფეხა ცხოველმა უნდა გაიაროს სკრინინგი. როდესაც კრუიზის ორგანიზატორები დარწმუნდებიან, რომ ძაღლებს ჩატარებული აქვთ საჭირო ვაქცინაცია და მზად არიან სამოგზაუროდ, ცხადია ბორტზე დაუშვებენ. ბორტზე ასვლის შემდეგ, კრუიზის ყველა მონაწილეს მოეთხოვება დაიცვან წესები და არ შევიდნენ შეზღუდულ ადგილებში.