საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) პროგნოზით, 2025 წელს გლობალური საავიაციო ინდუსტრიის წმინდა მოგება 36,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 16%-ით მეტია 2024 წლის მონაცემებთან შედარებით.
არსებული მაჩვენებლების მიხედვით, წმინდა მოგების მარჟა 2025 წელს იქნება 3.6%, 2024 წელს მოსალოდნელი 3.3%-ის წინააღმდეგ. მომავალ წელს საშუალო შემოსავალი თითო მგზავრზე, სავარაუდოდ, $7 იქნება, რაც 2023 წლის 7,9$-ის მაჩვენებელზე ნაკლებია, მაგრამ 2024 წლის მაჩვენებელზე – 6,4$-ზე მაღალი.
IATA ასევე პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 5,2 მილიარდს მიაღწევს, რაც 6,7%-ით მეტია 2024 წელის პროგნოზთან შედარებით.
ინდუსტრიის მთლიანმა შემოსავალმა პირველად შეიძლება $1 ტრილიონს გადააჭარბოს და მიაღწიოს $1,007 ტრილიონს, რაც 4,4%-ით მეტია 2024 წელის მაჩვენებლებთან შედარებით. ასევე მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს ავიაკომპანიის ხარჯები 4%-ით, 940 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამშრომელთა ანაზღაურებაზე მოდის.
ინდუსტრიის განვითარების უდიდეს რისკებს შორის ასოციაციის ექსპერტები ასახელებენ ომების შესაძლო გავრცელებას ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, გაურკვევლობას შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლასთან და ნავთობის ფასებთან დაკავშირებით.
IATA აერთიანებს დაახლოებით 340 ავიაკომპანიას, რომლებიც ახორციელებენ გლობალური საჰაერო მიმოსვლის 80%-ზე მეტს.