2024 წლის მაისიდან საავიაციო გადასახადის გაზრდის გამო გერმანიის აეროპორტებიდან ფრენები საგრძნობლად გაძვირდება. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით Luftverkehrsabgabe-სგადასახადი იზრდება. გადასახადების ზრდა განიხილება, როგორც მთავრობის ძალისხმევის ნაწილი, რომ შეავსოს 17 მილიარდი ევროს ბიუჯეტის ხვრელი.

ეს თანხა მას შემდეგ გამოჩნდა, რაც გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ თავდაპირველი ბიუჯეტის გეგმა უკანონოდ გამოაცხადა. მან გამოუყენებელი კორონავირუსის თანხები გადაანაწილა კლიმატის ტრანსფორმაციის ფონდში (KTF).

საავიაციო სექტორის ბიუჯეტის კიდევ ერთ კორექტირებასთან ერთად, ბილეთების გადასახადის ახალი განაკვეთები დამატებით 445 მილიონი ევროს საგადასახადო შემოსავალის წინაპირობაა. გადასახადების ზრდას არ მიესალმება გერმანიის საავიაციო ინდუსტრია.

ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა (FDP) ახალი Ticketsteuer (ბილეთების გადასახადი) მთავრობის სხდომაზე უკვე გაიტანა და მინისტრთა კაბინეტმა ის უკვე დაამტკიცა. საპარლამენტო პროცედურების თანახმად, კანონი ახლა უნდა დაამტკიცოს გერმანიის ბუნდესტაგმა.

ფასები გაიზრდება გადასახადების გამო. 2500 კილომეტრიანი ფრენებისთვის ახალი საფასური თითქმის 3 ევროთი მეტი იქნება – 15,53 ევრო 12,73 ევროს ნაცვლად. შორ მანძილზე ფრენებისთვის ეს კიდევ უფრო მეტია – 70,83 ევრო 58,06 ევროს ნაცვლად. გადახდა ეკისრება მგზავრებს.

მაგრამ არის გამონაკლისებიც. გადასახადებისაგან გათავისუფლდებიან ისინი, ვინც გერმანიიდან საზღვარგარეთ სამხედრო და სამედიცინო მიზნით მიფრინავს. გადასახადის გადახდა არ მოუწევთ ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც.