„მორიგი წარმატება გვაქვს ავიაციის ინდუსტრიაში. 2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს „Austrian Airlines-ი. ამით როგორც აღნიშნული ავიაკომპანიის, ისე მთლიანად Lufthansa ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი ფრენა ევროპის ქალაქების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. ევროპასთან პირდაპირი რეისების ამოქმედებით ჩვენს ქვეყანას მეტი ევროპელი ვიზიტორი ეწვევა, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ ტურიზმსა და ავიაციაზე, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიაკომპანია Austrian Airlines ვენა – თბილისი – ვენის რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. Austrian Airlines-ი Lufthansa-ს ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.
მთავარი ავიაკომპანიები 2024 წლიდან საქართველოში ფრენებს Austrian Airlines დაიწყებს – მარიამ ქვრივიშვილი