2024 წელს, თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) 85,2 მლნ მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულს მოწმობს გასული წლის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც THY-მა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
THY-ს სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში კომპანიის მგზავრთნაკადმა 83,4 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2024 წლის ბოლოსთვის 2,1 პროცენტიან ზრდაზე მიუთითებს.
გარდა მგზავრთნაკადის ზრდისა გაზრდილია Turkish Airlines-ის მიერ გადაზიდული ტვირთნაკადიც.
„თუ 2023 წელს THY-ის რეისებით 1,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდვა განხორციელდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მილიონი ტონა ტვირთი. ანუ დაფიქსირდა ტვირთნაკადის 20,6 პროცენტიანი ზრდა“, – განმარტავს ავიაკომპანია.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს თურქეთის ავიახაზების ფლოტი შედგებოდა 492 თვითმფრინავისაგან.