თვითმფრინავების ევროპულმა მწარმოებელმა Airbus-მა 2024 წლის ბოლოსთვის მთლიანობაში 878 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 2,6-ჯერ ნაკლებია წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2023 წელს კომპანიამ 2319 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა.
გაუქმებების გათვალისწინებით, გასულ წელს შეკვეთებმა 826 თვითმფრინავი შეადგინა. დეკემბერში კომპანიამ 99 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 3,3-ჯერ აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს. Airbus-ის თვითმფრინავების მიწოდებამ 2024 წელს 766 ერთეული შეადგინა, რაც 4,2%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია. იგი შედგება Airbus SAS განყოფილებებისგან, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს, Airbus Defense და Space და Airbus Helicopters.